ცესკო: 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა 56.11%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა

გამოქვეყნდა:

ცესკოს ბრიფინგზე საარჩევნო დღის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრეს - ამომრჩეველთა აქტივობასა და საარჩევნო კომისიაში შესულ ზარებზე. 

"გადასატანი ყუთები 21:00 საათისთვის დროულად დაბრუნდა საარჩევნო უბნებზე. 20:00 საათისათვის, წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღო 1 970 540 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56,11%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სადაც აქტივობამ შეადგინა 63,8%, ყველაზე დაბალი აქტივობა კი დაფიქსირდა ქვემო ქართლში - 51%. 

დღეს ცესკოს სატელეფონო ცენტრში შემოვიდა 3 881 ზარი და 574 ონლაინ-შეტყობინება. კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი, რომელთა უმეტესობა პროცედურულ ხარვეზებს შეეხებოდა", - ამბობს ანა მიქელაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი