უბნების შემაჯამებელ ოქმებში ასახული არაა დალუქული გადასატანი ყუთების მონაცემები, მოგვიანებით აისახება - ცესკო

გამოქვეყნდა:

ცესკოს განმარტება ოქმებთან დაკავშრებით, სადაც მონაცემები შეუსაბამოა და არ ჯამდება: 

"აღნიშნული უბნების შემაჯამებელ ოქმებში არ არის ასახული დალუქული გადასატანი ყუთების მონაცემები, შესაბამისად, ისინი მოგვიანებით აისახება ოქმებში, ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა აღემატება ბათილი ბიულეტენებისა და სუბიექტებისთვის მიცემული ხმების რაოდენობის ჯამს, რაც ბუნებრივია, რადგან სპეციალურ უბნებზე, რიგი ამომრჩევლის შემთხვევაში, ამომრჩეველს არ ჰქონდა უფლება, გარდა პროპორციულისა, მაჟორიტარული ან სხვა სახით ხმის მიცემისა. შესაბამისად, მეტი სიცხადისთვის გვინდა განვმარტოთ, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა, საბოლოოდ, იქნება დაცული.“, - განაცხადა ცესკოს იურისტმა.

 თუმცა, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არის მსგავსი ოქმები ათეულობით, სადაც არ ჯამდება მონაცემები, იურისტმა განაცხადა: „საბოლოო ჯამში, კონკრეტულ ოქმებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს მუშაობა და მათი დამუშავება“.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი