"ოცნება" -54,72%, "ენმ-ძალა ერთობაშია"- 23,61% - თამარ ჟვანიას ბრიფინგის შეწყვეტა მოუწია

გამოქვეყნდა:

ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე, სადაც წინასწარ შედეგები გამოაცხადა, აღნიშნა, რომ  ცალკეული გამონაკლისების გარდა, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

მადლობა მინდა გადავუხადიო ამომრჩევლებს აქტივობისთვის, ასევე მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს, ვინც ახლა მუშაობს. შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა დაიწყო 11 საათიდან და ყველასთვის ხელმისაწვდომია. როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს ორი ბიულეტენი, აჭარაში 4, ასევე გვაქვს უბნები, სადაც ამომრჩეველი იღებს 3-3 ბიულეტენს.

თამარ ჟვანიას თქმით, ამ დროისთვის დათვლილია 1085 საარჩევნო უბანი, რაც უბნების საერთო რაოდენობის მხოლოდ 28%-ია.

ძირითადად, ეს არის პატარა უბნები ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ქაალქების შედეგების ზეგავლენა იქნება და შესაძლოა ეს შედეგები შეიცვალოს. მოპგეხსენებათ, 3.800-ზე მეტი საარჩევნო უბანი გვაქვს საზღვარგარეთის უბნების ჩათვლით.

თამარ ჟვანიამ რიგითობის მიხედვით დაასახელა პარტიების მიღებული ხმები: 

1    (პარტია) „თეთრები”    424    (0.1 %)

2    „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“    16752    (3.95 %).

3 ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა 3200(0.75 %)

4    „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ”    2315    (0.55 %)

5    საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”    101587    (23.95 %)

აქ თამარ ჟვანიას ბრიფინგის გაწყვეტა მოუწია, რადგან ცესკოს წევრმა, ნაციონალური მოძრაობიდან მას შეაწყვეტინა შედეგების გამოცხადება და თქვა, რომ ეს არის "ქართული ოცნების" ოფისში დაწერილი შედეგები და არ ასახავს რეალობას.

"ქალბატონო თამარ, ქართველ ხალხს შეცდომაში არ შეგაყვანინებთ", - უთხრა დავით კირთაძემ თამარ ჟვანიას. 

ბრიფინგის გაგრძელების შემდგომ თამარ ჟვანიამ შემდეგი მონაცემები გაასაჯაროვა:

6. "მომავალი საქართველო" 371 ხმა 0,1%

7. "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" 564 ხმა 0,16%

8. "პატრიოტთა ალიანსი" 11 810 ხმა 3,34%

9. გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია 170 ხმა 0,5%

10. შალვა ნათელაშვილი "ლეიბორისტული პარტია" 3 268 ხმა 0,92%

11. მშრომელთა სოციალისტური პარტია 116 ხმა 0,3%

12. მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის 140 ხმა 0,4%

13. რეფორმერი 276 ხმა 0,8%

14. ბეჟან გუნავა ქართული არჩევანი 543 ხმა 0,15%

16. ახალი ქრისტიან დემოკრატები 94 ხმა 0,3%

17. ირაკლი ოქრუაშვილი გამარჯვებული საქართველო 522 ხმა 0,15%

18.    „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“    190    (0.04 %)

19    მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“    1189    (0.28 %)

20    „საქართველო“    286    (0.07 %)21    „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“    1282    (0.3 %)

23    „ახალი ძალა“    250    (0.06 %)
24    „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“    4697    (1.11 %)
25    „თავისუფალი დემოკრატები“    855    (0.2 %)
26    ეკა ბესელია - პ.პ. „სამართლიანობისთვის“    508    (0.12 %)
27    საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი”    11172    (2.63 %)
28    „ქართული ფესვები”    368    (0.09 %)
30    „შეცვალე საქართველო”    278    (0.07 %)
31    თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა    554    (0.13 %)
32    „სახალხო პარტია“    253    (0.06 %)
33    „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)“    86    (0.02 %)
34    „სოციალური სამართლიანობისათვის“    549    (0.13 %)
36    „გირჩი“    9837    (2.32 %)
41    ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო    225191    (53.1 %)
42    რეფორმატორები    1008    (0.24 %)
43    „ზვიადის გზა“ (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის)    286    (0.07 %)
44    „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი - ქართული იდეა“    1688    (0.4 %)
45    „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“    647    (0.15 %)
46    „გია ჟორჟოლიანი - სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“    1109    (0.26 %)
47    „ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია”    677    (0.16 %)
48    „არჩევანი სამშობლოსათვის“    123    (0.03 %)
49    „ჯონდო ბაღათურია - ქართული დასი”    182    (0.04 %)
50    „პროგრესული საქართველო“    197    (0.05 %)
51    „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”    629    (0.15 %)
52    „სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი“    134    (0.03 %)
53    „ტრადიციონალისტები“    83    (0.02 %)
54    „ანა რეხვიაშვილი - სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები“    66    (0.02 %)
55    „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“    987    (0.23 %)
56    „ლელო - მამუკა ხაზარაძე“    11990    (2.83 %)
57    მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“    134    (0.03 %)
60    „საქართველოს განვითარების პარტია“    467    (0.11 %)

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი | ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი