"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ ოპოზიციის პოზიციები ერთიანია, ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ხვალ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ.
"არალეგიტიმური ნიშნავს იმას, რომ არჩევნები გაყალბდა ტოტალურად, არჩევნების შედეგები რომელიც გამოცხადდა არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. დილითვე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც 30 წლის მანძილზე ეხმარებოდა ქართველ ხალხს ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, იქნება ჩვენს გვერდით, ნათელია, როგორი იქნება მათი შეფასებები", - თქვა ანზორ ბიწაძემ.
მისი თქმით, ათი ათასობით დარღვევაა და ნიკა მელიას შტაბში შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები ახლა გადაწყვეტენ შეუერთდებიან თუ არა, ცესკოსთან შეკრებილ მოსახლეობას. მისი თქმით, ოპოზიციის პოზიცია ერთიანია.