"ევროპული საქართველოს" წევრი და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, 31 ოქტომბრის არჩევნებს ეხმიანება და ხალხს 4 საათზე პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებს.
"დიდი მადლობა ვაკის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. "ქართულმა ოცნებამ" ვერ აიღო მართვის მანდატი, მათ შორის არც ვაკეში. ეს რეალობა ძალიან მნიშვნელოვანია.
არჩევნები არა თუ გაყალბებულია, ბიძინა აუქმებს როგორც ინსტიტუტს და ამას არავინ შეეგუება. არავინ აპირებს გაჩერებას და 1-2 პროცენტზე ვაჭრობას. 4-ზე პარლამენტთან!", - წერს ხოშტარია