ოპოზიციამ უარი უნდა თქვას მანდატებზე - ელისაშვილი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს

გამოქვეყნდა:

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და ოპოზიციის ლიდერებს მანდატებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. 

"ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ გუშინ ჩატარდა ამაზრზენი არჩევნები, ეს იყო ტოტალური გაყალბება, უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ყველამ ვნახეთ ათეულობით ოქმი, სადაც "ქართული ოცნების" ხმები აღემატებოდა უბანზე მისულთა რაოდენობას. მივმართავ ყველა ოპოზიციის ლიდერს, საჭიროა, ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა და მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება სამართლებრივად არ იყოს ცნობილი," - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

ალეკო ელისაშვილმა მოქალაქეებსაც სთხოვა მივიდნენ აქციაზე და დაიცვან საკუთარი ხმები. აქცია პარლამენტთან 16:00 საათიდან დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი