არც ერთი ხმა ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის - გიორგი ბოტკოველი

გამოქვეყნდა:

"ენმ-ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ამბობს, რომ ხელს არ შეუწყობს ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოს პარლამნეტის ლეგიტიმაციას, შესაბამისად, არ მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში 

"რომელი მეორე ტური, რომელი მანდატი, რომელი პროპორციული სია - არაფრად არ გვიღირს არაფერი, მთავარი ღირებულება ხართ თქვენ. მივმართავ ცესკოს და მის მთავრობას - მე არ ვაპირებ გავხდე იმ სპეცოპერაციის მონაწილე, რომელიც ჩაატარა ივანიშვილმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მე არ მივიღებ მონაწილეობას მეორე ტურში. არც ერთი ხმა ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის", - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

შეგახსენებთ, აქციაზე შეკრებილები ამ წუთებში სოლოლაკში, ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ მიდიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი