"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, Facebook-ზე პოსტს ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ შედგა ერი და პროდასავლური პოლიტიკური ელიტა.
"ქართველ ხალხს ჩემი უდიდესი სიყვარული! საქართველოს ოპოზიციას ჩემი უღრმესი პატივისცემა! არ დავბეჩავდით! არ დავიქსაქსეთ! არ გავთითოკაცდით! დავდექით პირად წყენებზე და ამბიციებზე მაღლა! შედგა ერი! შედგა პატრიოტული პროდასავლური პოლიტიკური ელიტა!" - წერს ნიკა გვარამია
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირიდან ოლიგარქის შუშის სასახლისკენ დაძრულმა აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და მსვლელობა გააგრძელეს.