"გირჩის" ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიზე, წერს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში შესწორებული ოქმის მონაცემი შეყვანილი არ არის. რაც შეეხება ოლქში არჩევნების შედეგებს, ჯაფარიძის თქმით, ცესკოს მონაცემების მიუხედავად, მას დოლიძეზე მეტი ხმა აქვს.
"ცესკოს საიტზე ატვირთული ოქმების მომაცემებით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში: მე მაქვს 14,429 ხმა. უნდა მქონდეს 14,529, ერთი შესწორების ოქმის მონაცემი არ არის შეყვანილი. ანა დოლიძეს აქვს 12,381 ხმა. ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს რომ ასეა და აცხადებენ რომ 9 ხმით წავაგე", - წერს ჯაფარიზე.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, ანა დოლიძემ ზურა ჯაფარიძეს 9 ხმით აჯობა. ზოგადად დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კი "ოცნების" კანდიდატი პირველ ადგილზე გავიდა.