ისანში მეორე ტურში კახა კახიშვილი და ხატია დეკანოიძე გავიდნენ - ცესკო

გამოქვეყნდა:

ისნის მაჟორიტარულ ოლქში ცესკომ უკვე ხმების 100% დათვალა, მონაცემების მიხედვით, ოლქში მეორე ტური გაიმართება, სადაც მონაწილეობას "ქართული ოცნებიდან" კახა კახიშვილი და გაერთიანებული ოპზოიციიდან, ხატია დეკანოიძე მიიღებენ.

ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • "ქართული ოცნება" - 46,74%;
  • გაერთიანებული ოპოზიცია ენმ - 27,23%;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" გიორგი ვაშაძე - 13,77%

ისანში სულ 85 უბანია.

ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი