NDI-ის ანგარიში: 31 ოქტომბრის არჩევნებმა მანამდე მიღწეული წინსვლა გადაფარა

გამოქვეყნდა:

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI, ინსტიტუტი) მიერ დღეს, 2 ნოემბერს, გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო ოქმებში არსებულმა სავარაუდო უზუსტობებმა, ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარა.

“პირველი ტურის შედეგების შეჯამებისა და 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურისთვის მზადების ფონზე, არჩევნების პროცესში გაჩენილი ეჭვების საპასუხოდ, ასევე საარჩევნო პროცესისა და საბოლოო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად, მთავრობის ლიდერებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას საგანგებო ნაბიჯების გადადგმა დასჭირდებათ", - თქვა ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა და აშშ-ის გარემოსდაცვითი სააგენტოს ხელმძღვანელმა, კრისტინ ტოდ უიტმანმა, რომელიც NDI-ის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრი იყო. 

NDI-ის ანგარიში საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად 35 რეკომენდაციას გასცემს: მეორე ტურების წინ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილე მხარეებმა ყურადღება გაამახვილონ მიუკერძოებლობაზე, დაშინებისა და ძალადობის გაქრობაზე, საჩივრების სწრაფად განხილვაზე, ამომრჩეველთათვის სანდო ინფორმაციის მიწოდებაზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი