"ენმ"-მ ასეული ათასი ხმა მიიღო, ეს ცნობიერების ამაღლებაზე სერიოზულ მუშაობას მოითხოვს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ბრიფინგზე ამბობს, რომ ხმები, რომლებიც არჩევნებზე "ენმ"-მ მიიღო, სერიოზული შეშფოთების საგანია და ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას მოითხოვს. 

"სრულიად ლოგიკურია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა უარი უთხრა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გამოირჩეოდა ზღვარგადასული თვითნებობით, კორუფციით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, რომელმაც რუსეთის ფედერაციას დანაშაულებრივად ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20%. ამგვარი პოლიტიკური ძალის მიერ რამდენიმე ასეული ათასი ხმის მიღება თავისთავად სერიოზული შეშფოთების საგანია და ცნობიერების ამაღლების კუთხით, სამომავლოდ, სერიოზულ მუშაობას მოითხოვს", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" ხმების 27,14% აქვს მიღებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი