"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა

გამოქვეყნდა:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მთელი ქვეყნის მასშტაბით 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა. საჩივრები დაიწერა საოლქო კომისიების უმრავლესობაში, კერძოდ 30-დან სულ 19 ოლქში. 

"60 უბანში შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა მოვითხოვეთ, რადგან ოქმებში დარღვეულია ბალანსი საარჩევნო ყუთში მოხვედრილ, გაბათილებულ ბიულეტენებსა და არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს შორის", - ვკითხულობთ TI-ის Facebook-გვერდზე. 

როგორც განცხადებაში წერია, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრები 2 კალენდარული დღის ვადაში უნდა განიხილონ. მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი