ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს - ექსპერტები მთავრობას კონკრეტული გეგმის შემუშავებას ურჩევენ

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებას პარალელურად კი საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.  ეროვნული ვალუტა კატასტროფულ გაუფასურებას განაგრძობს.

დღეს ერთი დოლარი ღირებულება უკვე 2.91-მდეა გაზრდილი ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში. გუშინ, დოლართან მიმართებით ლარი 2.85-ზე იყო, გუშინწინ კი 2.78-ზე. ბლუმბერგის თანახმად, ბოლო 48 საათის განმავლობაში ლარი 5 თეთრით არის გაძვირებული.

ექსპერტები მთავრობას კონკრეტული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებენ, რათა ეკონომიკაზე ნაკლები ზეწოლა მოხდეს.

„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ გაუფასურების ტენდენცია შეინიშნება, რასაც ტურისტების ნაკლებობას და გზავნილების შემცირებას უკავშირებს.

თუ გაგრძელდება ეს ტენდენცია, არავინ არ იცის, სადამდე შეიძლება გაუფასურდეს ან სად იპოვოს ლარმა თავისი წონასწორობის წერტილი დოლართან მიმართებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს პანიკა და ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებსა და ბიზნესსექტორთან კომუნიკაციით“, - განაცხადა კეპულაძემ.

ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი კი ლარის გაუფასურებას არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. მისივე თქმით, არასწორი პრიორიტეტებია, რის შედეგადაც, ლარი სუსტდება.

ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი კი ამბობს, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა ზარალდება.

გამოსავალია, რომ შემცირდეს გადასახადები, მოიხსნას რეგულაციები იმისთვის, რომ მეტი დოლარი შემოვიდეს ინვესტიციების მხრივ იქნება ეს, თუ ტურისტული შემოდინებები ისე მკვეთრად არ შემცირდეს, როგორც მცირდება,“ - განაცხადა ხორგუაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი