პროკურატურის მიერ ნიკა მელიას დაკავების მოთხოვნის შესახებ ნინო ბურჯანაძე ამბობს,რომ ოპოზიცია მელიას გვერდში დაუდგება.
"ნიკა მელიას სამაჯური იყო თავიდანვე უკანონო, ეს იყო თავიდანვე პოლიტიკური დევნა, უსინდისო გადაწყვეტილება პარლამენტისგან. ჩვენ ნიკა მელიას გვერდით დავუდგებით. რას იზამს, ყველას დაგვიჭერს? - თუ შეეცდებით მელიას დაკავებას, უარესი იქნება, მუხტი კიდევ უფრო აიწევა, დაჩქარდება პროცესები, ყველა ერთად გამოვალთ, თქვენ კი მოგიწევთ ძებნა, სად წახვიდეთ" - ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილს, "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პროკურტურამ სასამართლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერის, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. უწყება მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.