ლარი არჩევნებიდან მეორე დღესვე გაუფასურდა - ეკონომისტების აზრით, ამის მიზეზი პოლიტიკური ქაოსია

გამოქვეყნდა:

არჩევნებიდან მეორე დღეს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. ბლუმბერგის სავაჭრო ტერმინალში 30 ოქტომბერს 1 დოლარი, დაახლოებით, 3.25 ლარი ღირდა, დღეს კი 3.28 ღირს. 

ეკონომისტები ლარის გაუფასურებას პოლიტიკურ ქაოსსა და ერთპარტიულ მმართველობას უკავშირებენ. 

"სანამ ბიზნესს არ გაუჩნდება ნდობა ეკონომიკისადმი და ქვეყანაში ქაოსი იქნება, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება. სწორედ ეკონომიკური ცვლილებებია ეკონომიკური კეთილდღეობის მომტანი", - ამბობს "ძალა ერთობაშიას" ეკონომიკური სპიკერი, ირაკლი ყიფიანი. 

თავის მხრივ, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი, ამბობს, რომ ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს პანდემია და მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდი ძალიან მძიმე იქნეა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი