არჩევნებიდან მეორე დღეს ლარმა დრამატული გაუფასურება დაიწყო; ჯერ კიდევ დილით, ერთი დოლარის ღირებულება, 3 ლარი და 30 თეთრი იყო, დღის ბოლოს კი ეროვნული ვალუტა, ერთბაშად 6 პუნქტით გაუფასურდა.
პურის ფქვილის მატებასთან ერთად, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს პურის ფასის მომატება, რასაც ფქვილის ექსპორტიორები არ გამორიცხავენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილის ფასი ერთი ლარით უკვე გაიზარდა.
ერთი ტომარა ფქვილის გაძვირება ერთი და ორი ლარით უკვე იყო, ახლა ვართ იმ სიტუაციაში, რომ ბაზრებზე შეერდეს ხორბლის ფასის მატება, ან მთავრობამ მიიღოს რაღაც ღონისძიებები, სანამ ფასს არსებული მარაგის ხარჯზე ვინარჩუნებთ. - ამბობს ფქვილის ექსპორტიორი.
დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია "არასტაბილურ ვითარებას" უწოდებს შექმნილ სიტუაციას და ამბობს, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს, თუ დროული ჩარევა არ მოხდა.
აღსანიშნავია, რომ არასრული ერი კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა უკვე გაყიდა 100 მილიონ დოლარამდე, თუმცა, ამან ლარს ვერ უშველა.