ეს ხელისუფლება ჩამოშლილია, როგორც ახლა გავიმარჯვეთ, ასევე მივაღწევთ ახალი არჩევნების დანიშვნას - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ათას სისულელეს ელოდა ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ, რაც დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური, მაგრამ იმას, რაც გააკეთეს, ნამდვილად არ ელოდა. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მოთხოვნით, ნიკა მელიას პასპორტს უბრუნებენ, სამაჯურს ხსნიან, მაგრამ გირაოს გაზრდას ითხოვენ.

ყველა იურისტი დაგიდასტურებთ, რომ ეს ხელისუფლება ჩამოშლილია. ფაქტობრივად, აღიარეს, რომ შეზღუდვები, როგორიც იყო, მაგალითად, პასპორტის ჩამორთმევა, არაეფექტური და უკანონო იყო. საზღვარგარეთ გასვლის გარდა, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შეზღუდული მქონდა. ახლა ეს ყველაფერი გააუქმეს და პასპორტსაც კი მიბრუნებენ. ანუ, ხელისუფლებამ თავადვე აღიარა, რომ ეს შეზღუდვები იყო უკანონო. აი, ასევე გავიმარჯვებთ და მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს, საზოგადოების ზეწოლის ქვეშ მოუწევს ახალი არჩევნების დანიშვნა და ასე, ერთ მშვენიერ დღეს, ყველა პროკურორი გახდება კანონმორჩილი, ყველაფერი შეიცვლება სასიკეთოდ - აცხადებს ნიკა მელია

შეგახსენებთ, სამაჯურის მოსხნის შემდეგ პროკურატურამ თავდაპირველად ნიკა მელიას დაპატიმრება მოითხოვა,  შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა და პატიმრობის ნაცვლად გირაოს სახით 100.000 ლარი მოითხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი