ხაშურის მერს "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა სცემა - მერმა მას საარჩევნო ხმები ვერ შეუგროვა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხაშურის შტაბში მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი გურასპაშვილს, სცემეს და თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ოცნებიდან", ზაალ დუგლაძემ, შეიტყო, რომ არჩევნები პირველსავე ტურში ვერ მოიგო. მან გურასპაშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც "მთავართან" ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი, ზაზა მეხრიშვილი, ყვება, გურასპაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატს ხმების მოპოვებას ჰპირდებოდა, თუმცა არჩევნების შედეგმა ეს ვერ აჩვენა. 

"როგორც იქნა, გამოჩნდა ადამიანი "ოცნებიდან", რომელმაც ნახა, როგორი მატყუარა და კორუმპირებულიც არის გურასპაშვილი. ვეღარ მოითმინა, ხელი დაარტყა", - ამბობს მეხრიშვილი. 

ჩვენი ინფორმაციით, ინციდენტი 31 ოქტომბრის ღამეს მოხდა. გურასპაშვილი მომხდარს უარყოფს და სისულელეს უწოდებს. მიუხედავად ამისა, თვითმხილველები საპირისპიროს ამტკიცებენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი