მარნეულში გუშინ, 3 ნოემბერს გვიან ღამით დედა-შვილი მოკლეს. ადგილზე შეკრებილი ნათესავები და ოჯახის წევრები რუსთავის საექსპერტო ბიუროდან ცხედრების გადმოსვენებას ელოდებიან. მოტივი, რის გამოც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედა-შვილი მოკლეს, უცნობია.
ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბიჭმა ბიცოლა და ბიძაშვილი მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით მამა-შვილი, მათ შორის 16 წლის მოზარდი დააკავა.
დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.