თამარ ჟვანიას მოთმინებისთვის ეკუთვნის ჯილდო და იმსახურებს თანადგომას - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, მოთმინებისთვის ჯილდო ეკუთვნის. 

"თამარ ჟვანიას ეკუთვნის ჯილდო შეურაცხყოფების მოთმინებისთვის... მათ შორის, რაც მან პირველ ღამეს მოითმინა. თქვენ ნახეთ აბსოლუტურად უკულტურო და მდარე ქცევა, რომლითაც გამოირჩეოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები. თამარ ჟვანია იმასხურებს თანადგომას - არა ჩვენი მხრიდან, არამედ თითოეული მოქალაქისგან, ვის ინტერესშიც არის ხმების სათანადოდ დაცვა. რაც შეეხება უზუსტობებს, ეს ხდება ყველა არჩევნებზე", - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ "ოცნების" წევრები დღეს საპარლამენტო არჩევნებზე სასაუბროდ შერატონში ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი