ცესკომ მცხეთის მე-11, 27-ე და 46-ე უბნების შემაჯამებელი ოქმები ბათილად სცნო

გამოქვეყნდა:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის განცხადებით, მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ მე-11, 27-ე და 46-ესაუბნო საარჩევნო კომისიის მაჟროტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი ბათილად სცნო.

"გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიამ დეტალურად შეისწავლა საკითხი, მიიღო ახსნა განმარტება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდიმარისა და მდივნისაგან. მათ განმარტეს ოქმში დაჩვებული შეცდომების მიზეზები, თუმცა ამის მიუხედავად, საოლქო საარჩევნო კომისისამ მიიჩნია, რომ ოქმის შევსებისას დაშვებული შეცდომები, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შემაჯამებელი ოქმი უნდა გაბათილებულიყო", - თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე განცხადებით, ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ დისციპლინური ზომები გამოიყენეს.  გარდა ამისა, ცესკო-ს დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მე-13, 22-ე და 67-ე უბნების წევრებმა შემაჯამებელი ოქმნი დადგენილი წესით შეადგინეს და უფლებამოსილ პირებზე გასცეს ამ ოქმის ასლი, თუმცა ოქმში ცვლილება გაურკვევე ვითარებაში მოხდა. 

"აღნიშულთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა საკითხის შესწავლა, ვინაიდან აღნიშნული ოქმი არავის გაუსაჩივრებია. ასევე, სამ ნოემბერს უფლებანოსილ პირებზე გაცემული დამოწმებული შემაჯამებელი ოქმის ასლის და ასევე საუბნო სარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განმარტების საფუძველზე საარჩევნო კომისიამ განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება საუბნო მონაცემების ცვლილების თაობაზე. აღნიშნული კი არის, პირველი ოქმის იდენტური, რომელიც ასახული არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების ვებგვერდზე", - თქვა მან.

რაც შეეხება სამგორის ოლქს და მე-5, მე-6 და 97-ე საარჩევნო კომისიის, როგორც პროპორციულ, ასევე, მაჟრიტარულ ნაწილს, აქ კომისიამ ბიულეტენები გადათვალა და შემაჯამებელ ოქმში ცვლილებები შეიტანა.

"აღნიშნულ უბანზე სადემონსტრაციო ოქმი, რომელიც საჯაროა, სწორად იყო შვსებული, თუმცა მონაცემების გადატანისას, დაშვებულ იქნა შცდომა. ეს ფაქტი, ნათლად ადასტურებს, რომ აღნიშნულ უბანზე მიზანმიმართულად არ მომხდარა ოქმებში არასწორი მონაცემების დაფიქსირება და მომხდარი მხოლოდ ადამიანური შეცდომის ფაქტორით არის გამოწვეული", - თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, გადათვლის შემდეგ შემაჯამებელ ოქმში მონაცემები შეიცვალა. ამ უბანზე საჩივარი ცესკოში ორგანიზაცია "სამართლაინ არჩევნებს" ჰქონდა წარდგენილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი