ცესკოს ბრიფინგებზე პრესსპიკერის ნაცვლად HR დგება - რა გახდა ჩანაცვლების მიზეზი

გამოქვეყნდა:

ცესკოს ბრიფინგებზე პრესსპიკერი არ ჩანს, ანა მიქელაძე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა (HR) გიორგი კალანდარიშვილმა ჩაანაცვლა. ჩანაცვლებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და დაინტერესდა, ანა მიქელაძის არგამოჩენის მიზეზი ცესკოს მოქმედების გამო პროტესტი ხომ არ იყო:

HR (კადრების სამსახურის უფროსი, ძველებურად რომ ვთქვათ) რატომ აკეთბს თქვენი სახელით განცხადებებს, შემთხვევით პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ პროტესტი ხომ არ გამოთქვა და უარი ხომ არ განაცხადა გამპრავებელი დანაშაულებრივი ტექსტების კითხვაზე? HR არა, აწი პირდაპირ ზავხოზი ალაპარაკეთ უწყების სახელით, მაგ რეზულტატებს ჩაქუჩით და ქლიბით თუ გაასწორებთ აწი. ასეა გენაცვალე, სული ტკბილია, არავის არ უნდა ციხეში წასვლა ავადმყოფი ივანიშვილის და მისი მონაკლოუნების გამო. ვინც ჯერ ვერ მიხვდა, აწი ნელნელა ისინიც გამოაკლდებიან თქვენს რიგებს. ჩამოშლა ქვია ამას", - მიმართა ცესკოს ნიკა გვარამიამ. 

"მთავარი არხი"  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა, რათა გაერკვია, კონკრეტულად რა გახდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ბრიფინგზე გამოჩენის მიზეზი. ცესკოდან ორივეჯერ გვიპასუხეს, რომ "უბრალოდ, ასე იყო დაგეგმილი", თუმცა, თავად კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ანა მიქელაძე შეუძლოდ გახდა და ბრიფინგზე ამიტომ ვერ გამოვიდა. 

მე, როგორც უწყებათაშორის კომისიაზე უკვე წლების მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც კომისიას აწვდის შესაბამის ინფორმაციას, მაქვს აბსოლუტურად სრული უფლება, ხელმძღვანელების დავალების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწოდო მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია. მე როგორც ვიცი, ანა მიქელაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა ბრიფინგში ჩართვა, - თქვა კალანდარიშვილმა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი