
ლარი დოლართან მიმართებაში 24 საათში თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულბა 3.3409 ლარი გახდა კურსი კი რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2988 ლარი იყო. ანუ ჯამში 4.21-ით გაუფასურდა.
4.56 თეთრით გაუფასურდა ევროც. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსით 1 ევრო ოფიციალურად 3.8586 ლარი ღირდა, ხვალიდან მისი ფასი 3.9042 ლარი იქნება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ლართან და დოლართან მიმართებით ძალაში ხვალ შევა.