დედაქალაქისა და ბათუმის პარალელურად, ხმაური იყო ზუგდიდის საოლქო-სარჩევნო კომისიასთანაც. იქ მობილიზებულმა სამართალდამცველებმა საეჭვო ოქმებით მოსული მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც გაყალბებას აპროტესტებდნენ, შენობაში არ შეუშვეს: რამდნიმე საათის განმავლობაში, საოლქო საარჩევნო კომისიასა უკმაყოფილო ხალხს შორის პოლიციის კორდონი იყო ჩამდგარი.
ზუგდიდელები ამტკიცებენ, რომ სხვადასხვა მანიპულაციის გამოყენებით "ოცნებამ" და ცესკომ მათ 5000-მდე ხმა წაართვა.