დაპირისპირება გრძელდება თბილისის რამდენიმე უბნის კომისიის შენობასთან, რაც იმითაა გამოწვეული, რომ საჩივრების განხილვა 20:00 საათზე დაიხურა, ხოლო გასაჩივრებული ოქმების განხილვებში მონაწილეობის უფლება ოპოზიციას არ მიეცა.
ბათილობაზე არაა საუბარი, გადათვლაც კი არ უნდათ ბიულეტენების, და იმ შეცდომების გამო, რასაც ადამიანური შეცდომა უწოდეს, სასაცილო ადმინისტრაციული სახდელი დააკისრეს - ხუთი დღის ხელფასი დააკლეს, - აცხადებს ბექა კვინიკაძე, ოპოზიციის წარმომადგენელი საუბნო კომისიაში.
შეგახსენებთ, არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, ცესკომ არჩევნების შედეგები გააყალბა. ოპოზიციურმა პარტიებმა სრული შემადგენლობით უარი თქვეს მოპოვებულ მანდატებზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.