"კინაღამ ადამიანები დაიღუპნენ, პოლიცია თავის მოვალეობას არ ასრულებს" - ბათუმში პოლიცია და სასწრაფოს ბრიგადებია მობილიზებული

გამოქვეყნდა:

ბათუმში სიტუაცია დაიძაბა: ჩამსხვრეულია საოლქო კომისიის შენობის შუშები, ორმა ადამიანმა დაზიანება მიიღო და სისხლი სდის, ერთი მათგანი პოლიციელია, მეორე კი - აქციის მონაწილე. რამდენიმე მოქალაქე  შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საწრაფო დახმარების ბრიგადები.

პოლიცია რომ არ ასრულებდა თავის მოვალეობას, იმის შედეგია ის, რაც დღეს ბათუმში ხდება. ეს გაბრაზებული ხალხი დღეს აქ არ იქნებოდა, გუშინ რომ პოლიცია თავის დონეზე მდგარიყო, "ძველი ბიჭები" და კრიმინალები შეეჩერებინა. აქ რომ ადამიანები დაიღუპნენ კინაღამ, პოლიციის ბრალია, - ამბობს მოქალაქე, რომელსაც სახეზე დაზიანება ჰქონდა მიღებული. 

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელსაც ხალხსა და შენობას შორის ცოცხალი ჯაჭვი აქვს გავლებული.

დაკავებული არავინ არ არის, დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, ამიტომ როდესაც იყო შენობაში შეჭრის მცდელობა, პოლიციასა და ხალხს შორის მოხდა დაპირისპირება, - ამბობს შსს-ს წარმომადგენელი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი