საბურთალოს ერთერთ უბანთან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის პარტიის ორი წევრი, მათ შორის, სიის მეოთხე ნომერი დააკავეს.
ამის შესახებ "მთავარის" პირდაპირ ეთერში თავად ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
გოგი ომანაძე, რომელსაც ჰქონდა სხდომაზე დასწრების უფლება, უკანონოდ გამოაძევეს სხდომიდან, ასევე დააკავეს ჩვენი სიის მეოთხე ნომერი, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ისე ჩატენეს მანქანაში. და რომ ამბობენ, კონკურებტულ გარემოში მიმდინარეობსო, კონკურენტულ გარემოში ვართ, როცა უკანონოდ აძევებენ და აკავებენ ჩვენს წარმომადგენლებს?, - კითხულობს ნინო ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, არჩევნების გაყალბებას და სადაო ოქმების განხილვაზე ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის დასწრების უფლების შეზღუდვას აპროტესტებენ ამ წუთებში თბილისი რამდენიმე უბანში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, წყალტუბოში. ბათუმში არიან დაშავებულები, ჩამსხვრეულია საოლქო კომისიის შენობის მინები.