არჩევნები მიტაცებულია და ამ მიტაცების გაფორმება საოლქო-საარჩევნო კომისიებში გრძელდება - თამარ კორძაია

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის ენმ ძალა ერთობაშიას შტაბში გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში ოპოზიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ დღეს უკანონობის მეორე ტალღა დაიწყო.

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დაიწყო და გადავედით უკანონობის მეორე ტალღაზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ საოლქო კომისია განუხილველად ტოვებს ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილ საჩივრებს. ცესკო მიხვდა, რომ ჩიხში შევიდა და ვერ აუვა იმ საჩივრების განხილვას, დარღვევების იმ სიდიდის გამო, რითაც მან ჩაატარა არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ საჩივრებით მაინც მივაღწიოთ სამართლიანობას, თუნდაც, ფორმალურად. 

თამარ კორძაია მიმართავს ცესკოს, რომ ეს უკანონობა დაასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხალხი გასცემს პასუხს. აქვე, კორძაია ცესკოს ახსენებს, რომ წინა წლებში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეეძლოთ საჩივრების შეტანა და განხილვაში მონაწილეობა და უსვამს შეკითხვას, რატომ შეიცვალა ეს წესი დღეს. "იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ ეს წარმომადგენლები დაგიმტკიცებდნენ, როგორ გააყალბეთ არჩევნები?"-კითხულობს თამარ კორძაია.

არჩევნები არის მიტაცებული და ამ წუთებში ამ მიტაცების გაფორმება მიმდინარეობს და გრძელდება საოლქო საარჩევნო კომისიებში, - ამბობს თამარ კორძაია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი