ისანში ორი სამოქალაქო აქტივისტი და მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე დააკავეს

გამოქვეყნდა:

ისანში, საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან პოლიციამ აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავება დაიწყო. 

"მთავარის" მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიციელებმა მანქანაში ჩასვეს გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე, რომელიც დაკავების დროს შეუძლოდ გახდა. ამ დრომდე გაურკვეველია, კაპანაძე დაკავებულია თუ სიტუაციას განარიდეს. 

ამავე დროს, გიორგი კაპანაძესთან ერთად დააკავეს ორი სამოქალაქო აქტივისტი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და დაკავებულთა დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან დაახლოებით ერთი საათის წინ კიდევ ექვსი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. 

აშკარად, რაღაც ბრძანება მიიღეს და დაკავება დაიწყეს. ჩემს დაკავებასაც აპირებდნენ, მაგრამ მერე წიხლი ჩამარტყა პოლიციელმა და დავეცი. მანქანები არ ეყოთ, რომ დაკავებულები გადაეყვანათ, ყველას აკავებენ, ვისი დაკავებაც შეუძლიათ, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი