გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს, ის ისევ ისნის საოლქო კომისიის შენობასთან ბრუნდება

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე, რომელიც პოლიციამ ცოტა ხნის წინ ისნის საოლქო კომისიის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავა, გათავისუფლებულია. 

"მთავარი არხის" ჯგუფი ადგილიდან იტყობინება, რომ გიორგი კაპანაძე ისევ ისანში ბრუნდება და იქ შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და არჩევნების გაყალბების გამო ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს შეუერთდება. 

ჯერჯერობით გაურკვეველია, გაათავისუფლებენ თუ არა გიორგი კაპანაძესთან ერთად დაკავებულ აქტივისტებს, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გიორგი კაპანაძე დაკავების დროს შეუძლოდ გახდა და ის, ფაქტობრივად, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა პოლიციის მანქანაში გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენელმა, ენმ-ს ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უკლებლივ ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, ამ დროისთვის ათამდე აქტივისტია დაკავებული. 

ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კომისიის შემაჯამებელ ხსდომას ესწრებოდნენ, შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ კომისიამ განუხილველად დატოვა ოპოზიციის ყველა საჩივარი, ხოლო ყველა სადაო ოქმი "ოცნების" სასარგებლოდ შესწორდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი