კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 3,4 ლარს აღემატება, ევროსი კი 4-ს - ექსპერტების შეფასებები

გამოქვეყნდა:

ბოლო რამდენიმე დღეა ლარი ისევ უფასურდება. დღევანდელი, 5 ნოემბერის მონაცეემბით 1 დოლარი 3,34 ლარი ღირს, ერთი ევრო კი - 3,9. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 3,4 ლარს აღემატება, ევროსი კი 4 ლარს. 

ექსპერტების პროგნოზები ისევ მძიმეა, მათი თქმით, ქვეყანა ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ყველაზე მძიმე ფაზაში გადადის. 

"აშკარად თავხედურად ეროვნულმა ბანკმა ფაქტობრივად დაანება ლარის მხარდაჭერას თავი. მე თუ მკითხავთ, იქამდეც არ უნდა გაკეთებინა, მაგრამ მანამდე რეზერვებს ხარჯავდა, არჩევნებამდე მნიშვნელოვანი იყო ერივნული ბანკისთვის, "ქართული ოცნების" დავალებით აშკარად, რომ ტაბლოზე რაღაც ციფრები ყოფილიყო, მაგრამ არჩევნების შემდეგ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია", - ამბბოს ეკონომისტი, გიგა ბედინეიშვილი.

მისი თქმით, თუ ეს ხელისუფლება დარჩა, ეკონომიკური პოლიტიკა, რაც 8 წლის განმავლობაში საკმაოდ არაეფექტური იყო, ისევ ასეთი დარჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი