ეს არის რეაქცია პოლიტიკური ნიშნით რადიკალიზმზე - მაჭავარიანი ლარის გაუფასურებაზე

გამოქვეყნდა:

ფინანასთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის აზრით, ლარის გაუფასურება ქვეყანაში მიმდინარე "პოლიტიკური ნიშნით რადიკალიზმზე" რეაქციაა. ამ თემაზე მან კითხვას საკოროდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ბაზარზე ისეთი არაფერი ხდება, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ლარის კურსის მერყეობის საფუძველი იქნებოდა.

"ჩვენ შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ რომ ეს არის რეაქცია, იმ რადიკალიზმზე, რაც დღეს ქვეყანაში სუფევს პოლიტიკური ნიშნით. შესაბამისად აუცილებელია პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს კონსტრუქციულ ჩარჩოში, იდეალურ შემთხვევაში საპარლამენტო სივრცეში, პარლამენტის კედლებში, ეს პოზიტიურად წაადგება ლარის კურსს", - თქვა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ლარი ისევ უფასურდება. დღევანდელი, 5 ნოემბერის მონაცეემბით 1 დოლარი 3,34 ლარი ღირს, ერთი ევრო კი - 3,9. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 3,4 ლარს აღემატება, ევროსი კი 4 ლარს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი