ოპოზიცია დღეს საბურთალოსკებ ბუკიას ქუჩიდან დაიძრა და გზადაგზა მოქალაქეებს ბუკლეტებს ურიგებდნენ. ბუკლეტებზე მარნეულის ერთერთი საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმია გამოსახული, როგორც გაყალბებული არჩევნების სიმბოლო. ოპოზიციის წარმომადგენლები ხალხს 8 ნოემბერს რუსთაველზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
საბურთალოზე მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც მსვლელობაში მონაწილეობდნენ, კარები ჩაკეტილი დახვდათ, კარებთან კი - მობილიზებული პოლიცი. სამართალდამცველებმა საჯარო დაწესებულებაში შეშვებაზე უარი უთხრეს უფლებამოსილ პირებს, კერძოდ, პარლამენტის წევრს ირმა ნადირაშვილა და სხვებს.
საპროტესტო აქციები დღეს სხვადასხვა ლოკაციასთან მიმდინარეობდა, ოპოზიცია 8 ნოენბრამდე საპროტესტო მუხტიწს შენარჩუნებას აპირებს, 8 ნოემბერს კი რუსთაველზე გრანდიოზული აქციაა დაანონსებული.