ისნის საოლქო კომისისს შენობასთან დაკავებული შვიდივე აქტივისტი თავისუფალია - ადვოკატი რეპრესიულ ზომებზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

შვიდი სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც გუშინ პოლიციამ ისნის საოლქო კომისიიის შენობასთან დააკავა, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია, სასამართლო პროცესი კი ხვალამდე გადაიდო

"მონები" სამოქალაქო აქტივისტების ეს შეძახილები გახდა ისნის საუბნო საოლქო კომისიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს გუშინ პოლიციის მიერ მათი დაკავების საფუძველი. 

ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ "მთავარში" განაცხადა და აღნიშნა, რომ სასამართლოზე პატრულ-პოლიციელის მიერ მიცემულ ჩვენებას ეყრდნობა, როცა ამას ამბობს. 

მისივე თქმით, ხვალ სასანართლოზე ვიდეომასალას წარადგენენე, სასდაც პოლიციის უკანონო ქმედებები იქნება ასახული. 

შეგახსენებთ, გუშინ სნის საოლქო კომისიის შენობასთან პოლიციამ ათამდე აქტივისტი, მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე დააკავა, რომელიც მოგვიანებით, გათავისუფლების შემდეგ ისევ პროტესტის ადგილს დაუბრუნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი