ხმაური ქუთაისის საოლქო კომისიის შენობასთან - ხალხი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობს

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება იწყება ქუთაისში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან. ი შეკრებიული ხალხი შენობაში შესვლას გეგმავს, რათა კომისიის წევრებს ხმების გაყალბების გამო პასუხი მოსთხოვონ, შენობის წინ პოლიციის კორდონია მობილიზებული. 

ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია, არჩევნები გადაჯღაბნეს, პირადად მე, მერობის კანდიდატს, 3.585 ბიულეტენი გამიბათილეს და ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ განიხილეს, - განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა ენმ-დან გიორგი შუშანია, რომელიც ამბობს, რომ ჯამში 6,000 ხმა მოჰპარეს პირადად მას და გიგოლ ვაშაძეს.

აქვე იმყოფებიან ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდარტი და ოპოზიციის წრმომადგენლები. მათი თქმით, საუბნო კომისიის წევრები სუს-ში იმყოფებოდნენ, ოქმები გადააკეთეს და ახლა მის ჩვენებას აპირებენ.

საოლქოს შენობასთან შეკრებილია ასობით მოქალაქე, რომლებიც მიუიჩნევენ, რომ არჩევანი მოჰპარეს და აუცილებლად ჩავლენ თბლისში ნ8 ნოემბერს, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი