ისნის საოლოქო კომისიამ ოპოზიციის 21 საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

ისნის საუბნო საოლქო კომისიის შენობასთან ისევ მობილიზებულია პოლიცია, ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი და მოქალაქეები პროტესტს აგრძელებენ. ამ წუთებში გახდა ცნობილი, რომ კომისიის სხდომა დასრულდა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი 21 საჩივრიდან არცერთი არ დაკმაყოფილდა. 

აღმოჩენილია ასობით დარღვევა ჩვენი წარმომადგენლების მიერ, საოლქო კომისიას მივმართეთ, რომ ხელახლა გადათვლა მომხდარიყო უბნების, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეწს - განუხილველი დატოვეს 21 საჩივარი. ამის შემდეგ ერთადერთი გზა რჩება, რომ მივმართოთ სასამართლოს, მაგრამ არც იმის გვჯერა, რომ სასამართლო ზეწოლისგან თავისუფალია და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, ამიტომ ერთადერთ გზად რჩება 8 ნოენბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება და ამ თავხედობისთვის პასუხის გაცემა, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძე ასევე ამბობს, რომ საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის მიერ არა მარტო არჩევნები, სასამართლოც მიტაცებულია და მოქალაქეებს 8 ნოემბერს რუსთაველზე მოსვლისკენ მოუწოდებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი