ვაკის საოლქო კომისიის შენობასთან დაპირისპირებისას ოთხი პირი დააკავეს, პროტესტი პოლიციასთანაც გრძელდება

გამოქვეყნდა:

ვაკის მეორე საოლქო კომისიის შენობასთან დაპირისპირება დაკავებებში გადაიზარდა. ამ დროისთვის, ზვიად კუპრავასთან ერთად, კიდევ სამი პირია დაკავებული. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

ოპოზიცია, აქტივისტები და მოქალაქეები ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გაყალბებულ ოქმებს აპროტესტებდნენ. კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მხოლოდ ფორმალური პროცესია და ისეთივე შედეგით დასრულდება, როგორც სხვა საოლქო კომისიებში დასრულდა. 

საოლქოს შენობასთან ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი შემთხვევის ადგილიდან განრიდების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შეიყვანა. 

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიდან ადგილზე იმყოფება გიორგი ბარამიძე, აქციის მონაწილეთა ნაწილმა კი პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც ზვიად კუპრავასა და სამი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი