ქუთაისში, საოლქო კომისიის შენობიდან დაძრულმა ხალხმა ქალაქის ცენტრალური გამზირი გადაკეტა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა შენობაში შეჭრა მას შემდეგ სცადეს, რაც შიგნიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ კომისიის სხდომაზე ხელჩართული ჩხუბი და გაწევ-გამოწევა იყო.

პოლიციის კორდონში ჩამდგარმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს საშუალება, შენობაში შესულიყვნენ, ხოლო მოგვიანებით საოლქო კომისიის სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც დაატოვებინეს. 

ამის შემდეგ პროტესტი სხვა ფორმით გაგრძელდა: საოლქო კომისიის შენობიდან დაძრულმა ხალხმა ქალაქის ერთერთი მთავარი, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტა. მოგვიანებით პოლიციამ მოახერხა გამზირზე მოძრაობის აღდგენა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შემაჯამებელი ოქმების მინიმუმ, 60% "ოცნების" სასარგებლოდაა გადაკეთებული და რომ არა გაყალბება, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. ქუთაისში მიმდინარე აქციის მომაწილეები აცხადებენ, რომ პროტრსტი პერმანენტულად გაგრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი