იმ დროს, როცა ოპოზიცია ქუჩაშია და მოქალაქეები მოპარულ ხმებს აპროტესტებენ, "ქართული ოცნების" ერთერთი სახე სოზარ სუბარი არჩევნების მეორე ტურისთვის რესტორანში ემზადება. სწორედ თბილისის ერთერთ რესტორანში გადაიღო "მთავარმა" სოზარ სუბარი საკრებულოს თავმჯდომარესთან და საოლქო კომისიის წევრთან ერთად.
"მთავარი" დაინტერესდა, იყვნენ თუ არა სოზარ სუბართან ერთად რესტორანში მისი ოლქის კომისიის წევრები, მაგრამ მათ უპასუხეს, რომ უბრალოდ, სოზარის მეგობრები არიან, ეს მეგობრის საბანკეტო დარბაზია და მეორე ტურისთვის ემზადებიან.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად მართებულია რესტორანში, მეორე ტურისთვის მზადების მიზნით შეკრება მაშინ, როცა ხალხი ქუჩაშია და მოპარულ ხმებს აპროტესტებს, სოზარ სუბარის მეგობარი პასუხობს:
ვინ აპროტესტებს? აპროტესტებთ თქვენ და ნაციონალები, არანაირი პრეტენზია არა აქცს არავის, თქვენს გარდა, ამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა
სოზარ სუბარის თანმხლებმა მეორე პირმა კი, ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ შეარჩიეს შეკრებისთის საბანკეტო დარბაზი, უპასუხა, რომ "უბრალოდ, დიდი სივრცე" შეარჩიეს.