ერთერთ საარჩევნო უბანზე ხალხისთვის წართმეული არჩევანის გაყალბება სიმღერით და ცეკვით კომისიის წევრებმავე აღნიშნეს. იყო უბნები, სადაც ვიდეოთვალი ამომრჩეველს პირდაპირ კაბინაში უყურებდა. მაგალითად, კამერა რომელიც ისნის 81-ე უბანზე არ იყო დალუქული და რომელიც ფარული კენჭისყრის კაბინებს აკონტროლებდა.
როგორ გაყალბდა არჩევნები, ამ სქემაზე ყველაზე უკეთ თავად კომისიის წევრები საუბრობენ. მთავარი პრობლემა შემაჯამებელი ოქმებია, სადაც ბალანსი ვერაფრით გამოიყვანეს. უბნებზე ხელმომწერ ამომრჩეველთა რაოდენობას აჭარბებდა საარჩევნო ყუთში ჩაყრილი ბიულეტენები, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ოცნებამ ვერ ჩაატარა. ახლა კი უკვე გაყალბებულ არჩევნებს ოცნების ხელისუფლება ხელმეორედ, საოლქო კომისიების მეშვეობით აყალბებს, რადგან ხმები, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიწერა რეალურად ოპოზიციისაა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საოლქო კომისიის წევრი ყვება, რომ ოცნებამ არჩევნების გაყალბება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო როდესაც, ცესკომ თითოეულ უბანზე 6 ნეიტრალური წარმომადგენლის ნაცვლად არჩევანი ქართული ოცნების მომხრეებზე გააკეთა, სოწრედ ამიტომაა მათი ხელმოწერა გაყალბებულ ოქმებეზე.