"გაყინული" ევროპის უკანასკნელი დიქტატორი - სანამ ანგარიშებს გაუყინავდა, ევროკავშირმა ლუკაშენკო არაერთხელ გააფრთხილა

გამოქვეყნდა:

მოგზაურობის აკრძალვა და ანგარიშების გაყინვა - ევროკავშირის მკაცრი სანქციების ადრესატი თავად ალექსანდრე ლუკაშენკო და მისი მთავრობის 15 მაღალჩინოსანია. დასავლეთისგან მეორადი, მაგრამ მძიმე სანქციები ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა 9 აგვისტოს არჩევნების მოპარვისა და საპროტესტო დემონსტრაციების დარბევის გამო დაიმსახურა. ლუკაშენკოს გარემოცვის წევრებს შორის,რომლებსაც სანქციები შეეხო, საარჩევნო ადმინისტრაციიის წევრებიც არიან .

ვიდრე დასავლეთი ლუკაშენკოს წინაარმდეგ უკიდურეს ბერკეტებს აამოქმედებდა, ევროკავშირმა ის არაერთხელ გააფრთხილა. დაახლოებით ერთი თვის წინ  საგარეო საქმეთა  მინისტრები შეიკრიბენენ და სანქციების პირველ სიაში 40 ბელარუსი ჩინოვნიკი შეიყვანეს, მაგრამ არა უმაღლესი თანამდებობის პირები. ევროპელმა დიპლომატებმა მათ დაკავებული ოპოზიციონერებისა და ხელახალი არჩევნების დასანიშნად დრო მისცეს, თუმცა ლუკაშენკომ ევროპის მოწოდებები ყურად არ იღო და დღეს უკვე მძიმე სანქიცები მიიღო. ბელარუსის სცენარს კი ახლა საქართველო იმეორებს.

თუკი ივანიშვილი ქართველი ხალხის პროტესტს არ გაითვალისწინებს და მოპარულ ხმებს მოქალაქეებს არ დაუბრუნებს, მაშინ სწორედ იგივე ბედის ელის ქართველ ოლიგარქს და მის გარემოცვას. საგარეო უსაფრთხოების თემებზე მომუშავე ანალიტიკოსები ცენტრალური საარჩვენო კომიის წევრბსაც მიმართავენ და და აფრთხილებენ, რომ დასავლური სანქციები მათაც შეეხება.

ალექსნდრე ლუკაშენკომ საპრეზიდენტო რჩვენები 9 აგვისტოს ჩაატრა , ბელარუსის ცესკომ მასადმინტრაციამ მას 80 პროცენტი დაუწერა, რაც პროტესტის მიზეზი გახდა. ზაფხულის შემდეგ ბელარუსში აქციები არ წყდება, სამოქალქო პროტესტის ფონზე კი დასვლეთის რეაქციაც თანდათან უფრო ხისტი და მკაცრი ხდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი