ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს, ის ისევ აქციას შეუერთდება

გამოქვეყნდა:

გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ გამართული აქციის დროს, ვაკის საოლქო კომისიის შენობასთან დაკავებული ზვიად კუპრავა უკვე გაათავისუფლეს. როგორც თავად კუპრავამ განაცხადა, ის ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული, ხოლო როცა მასთან ერთად დაკავებული აქტივისტის გიორგი რურუას ბედით დაინტერესდა, უთხრეს, რომ რურუას არ უშვებდნენ, ხოლო მისი გათავისუფლება იმით იყო განპირობებული, რომ მაჟორიტარობის კანდიდატია. 

შეგახსენებთ, პოლიციას არ ჰქონდა ზვიად კუპრავას დაკავების უფლება ცესკოს ნებართვის გარეშე, თუმცა, სამართალდამცველებმა კანონის მოთხოვნა დაარღვიეს. 

ზვიად კუპრავამ თქვა, რომ მას თავდაპირველად პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით უფორმებდნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, მაგრამ მისი თქმით, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. 

ზვიად კუპრავა საპროტესტო აქციის ლოკაციაზე ბრუნდება. 

ამ დრომდე საპროტესტო აქციები საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან, დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გრძელდება. საპროტესტო აქცია, ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ქუთაისში, ხოლო გუშინ წყალტუბოში, ზუგდიდსა და ბათუმში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი