კორონავირუსის გამო საქართველო-რუსეთს შორის სარაგბო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის საფრთხის გამო, საქართველო-რუსეთს შორის 14 მარტს დაგეგმილი სარაგბო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

გადაწყვეტილება რაგბის ფედერაციამ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით მიიღო.

"ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე,"-ნათქვამია განცხადებაში

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყველა გულშემატკივარს, ვინც მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინა თანხა უკან დაუბრუნდება. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი