
გაძვირებული პროდუქტის ყიდვა პენსიონერებისთვის უკვე ყველაზე ხელმისაწვდომ ბაზრებშიც კი შეუძლებელია. მათ, ვისაც რამდენიმე თვის წინ კილოგრამი კარტოფილის შეძენა მაინც შეეძლოთ, დღეს უკვე ცალობით ყოდულობენ. პანდემიის შემდეგ ისედაც გაძვირებული პროდუქტების ფასმა კიდევ უფრო მოიმატა.
ლარი ახლა, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ორნიშნა ინფლაცია ყველა ადამიანის ჯიბეს შეეტყო. ეს რეალობა კი ყველაზე კარგად ბაზარში ჩანს, პროდუქტებზე ფასების მატებას მოვაჭრეებიც ადასტურებენ და მომხმარებლის ნაკლებობაზე საუბრობენ.
საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით ყველაზე მეტად ზეთი და კარაქი გაძვირდა. მომატებულია ფასები რძეზე, ყველსა და კვერცხზე.
"საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ზამთარში, როგორც კი იმპორტირებულ პროდუქტზე დამოკიდებული გავხდებით ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდა გარდაუვალი იქნება, რაც საბოლოოდ მოსახლეობასთან ერთად ბიზნესსაც დააზარალებს.
პანდემიის პერიოდშიო მთავრობამ ხორბლის სუიბსიდირება დროებით შეძლო, თუმცა ექსპერტები შიშობენ რომ დარჩენილი ორი თვის მარაგი მალე ამოიწურება და ესქორტიორებს ახალი, უკვე მომატებული ფასით მოუწევთ ხორბლის შემოტანა რაც საბოლოოდ პურს ძალიან გააძვირებს.
ლარის გაუფასურებას ეკონომისტები მთავრობის არასწორ პოლიტიკურ ეკონომიკას აბრალებენ. მიზეზად კი მთავრობისა და ეროვნული ბანკის უმოქმედობას და ასევე ქვეყნაში პოლიტიკურად არასტაბილურ გარემოს ასახელებენ.
გაზრდილი ვალებითა და შემცირებული შემოსავლებით როგორ მოერევა ხლეისუფლება უმძმეს ვითარებას, ჯერ კონკრეტული გეგმა არ შეუმუშავებით. ადამიანები კი სიღატაკეს ყოველდღე უფრო მეტად გრძნობენ.
ავტორები: ნინა ხუბუტია, ირაკლი კვარაცხელია, ნიკა ვაწაძე.