ოცწლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი ცესკოდან პროტესტის ნიშნად მიდის და გაყალბების სქემას შიფრავს

გამოქვეყნდა:

ოცწლიანი თანამშრომლობის შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულია - ივანე ბურდული ერთერთი პირველია, ვინც ტოტალუერი გაყალბების ფონზე ცესკო პროტესტის ნიშნად დატოვა. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება რთული, მაგრამ დროული იყო, რადგან ორი ათეული წლის განმავლობაში გაყალბების ასეთი მასშტაბები არ ახსენდება. 

ბურდული ღიქად სასუბრობს გაყალბების იმ სქემებზე, რომლის მომსწრეც თავად იყო: მაგალითად, ამბობს, რომ შემაჯამებელ ოქმებში პირდაპირ წერდნენ მმართველი პარტიისთვის სასურველ რიცხვებს, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ ცესკოს არჩევნებამდე ბევრად ადრე გაუგზავნა ე.წ. მკვდარი სულების სიები. ბურდული ამას აპროტესტებდა, შედეგად კი ის მიიღო, რომ საქმიანობას თითქმის ჩამოაცილეს იმის მიუხედავად, რომ ხუთი საოლქო კომისიის კურირება ევალებოდა. 

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კი მოიუთხოვს, რომ ცესკოში აიტი აუდიტი შევიდეს, რათა ნათელი გახდეს, რა სქემით მიოპარა უწყებამ ხალხს არჩევნები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი