მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელისუფლებას ხმების გადათვლისკენ მოუწოდებენ, თუმცა, მათი აზრი საოლქო საარჩევნო კომისიებმაც კი არ გაითვალისწინეს.
მაგალითად ისეთი, ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიცაა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" 43 საჩივარში უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდა, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ მკაცრი შეფასებები,
საერთო ჯამში, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაწერილი 43 საჩივრიდან 90% დაუკმაყოფილებელი, ან სულაც, განუხილველი დარჩა, ამას გარდა, როგორც საიას წარმომადგენელი აცხადებს, უბნებზე გადანაწილებულ საიას დამკვირვებლებს მუშაობა უწევდათ კომისიის წევრების მხრიდან აგრესიისა და ბულინგის პირობებში.