ზუგდიდის საოლქო კომისიასთან ოპოზიცია აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში საოლქო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციური ერთობა არ დაირღვევა და ისინი მიაღწევენ თავიანთ მიზანს, შექმნან "თავისუფალი, ერთიანი, ევროპული" საქართველო. 

"აქ ჩვენ ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი ვდგავართ ერთად და დგანან რიგითი ზუგდიდელები ვისაც აქვს შეგრძნება, რომ მას არჩევნები მოპარეს და ხელისუფლებამ არ დატოვა არანაირი სამართლებრივი გზა, მოლაპარალების სივრცე, იმისთვის, რომ მათ რამეზე მაინც ველაპარაკოთ. დღეს საოლქო საარჩენო კომისიამ, ისე, რომ ჩვენი საჩივარი არც კი განიხილა, წერილობით მოგვწერა, რომ არ აინტერესებს ჩვენი საჩივარი", - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ანი წითლიძე. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის კორდონი, რომელიც აქციის მონაწილეებს საოლქო კომისიის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი