ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე დღეს დილითგარდაიცვალა. 43 წლის თედო გობეჯიშვილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. 2020 წლის არჩევნებზე კი ერთ-ერთი ყველაზე რთულ - ისნის ოლქს ხელმძღვანელობდა. უეცარი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვერსია, რომ მიზეზი მასზე ხელისუფელბის მხრიდან ზეწოლა გახდა, მაშინვე გაჩნდა. თედო გობეჯიშვილს ამ დრომდე არ ჰქონდა ხელი მოწერილი შემაჯამებელ საარჩევნო ოქმზე, რომელში ასახულ ციფრებსაც ოპოზიცია არ ეთანხმებდა.
ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვა შანსი, რომ კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. ბრიფინგზე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ ენმ გობეჯიშვილს რეპრესიებით ემუქრებოდა. ბრალდებებს საგანგებო ბრიფინგით უპასუხა ენმ-ს ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ და სახელისუფლო პარტია ამორალურ ქმედებაში დაადანაშაულა.
სანამ თედო გიობეჯიშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი გაირკვევა, ცესკოს მრავალწლიანინ გამოცდილების მქონე თანამშრომლები ტოვებენ. ივანე ბურდული ერთერთი იყო, ვინც ცესკო პროტესტის ნიშნად დატოვა.
ვინ აგებს პასუხს მოპარულ არჩევნებზე და რა ელით ხელისუფლების უკანონო დავალებების შემსრულებლებს, ეს, ალ;ბათ, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ცვლილების შემდეგ გაირკვევა.