
საქართველო კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ქვეყანა სერიოზული ეკონომიკური კრიზის წინაშე დგას. ოპოზიცია ხელისუფლებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საგადასახადო შეღავათების დაწესება იმისთვის, რომ ბიზნესმა გაკოტრებისგან თავის არიდება შეძლოს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკას, მსოფლიო ბაზარზე არსებული პანიკაც დააწვა, რამაც ეროვნული ვალუტის სწრაფი ვარდნა გამოიწვია.
მათივე თქმით, პროცესების დარეგულირება მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით უნდა მოხდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უსარგებლო ხარჯები თავიდან აირიდოს.
მთავრობას უნდა, რომ ხელები დაიბანოს და თავისი უმოქმედობა და წარუმატებლობა გადააბრალოს კორონავირუსს და თქვას, რომ აი, რა ვქნა, ლარი უფასურდება და რა ჩემი ბრალია. როდესაც ლარი უფასურდება, არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, არსებობს ეროვნული ბანკი და არსებობს სახელმწიფო მთავრობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.